ხმაურის ფონზე მიმდინარეობს განათლების სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმის განხილვა.
განათლების მინისტრი დეპუტატების მწვავე კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. შეკითხვების დიდი ნაწილი სასკოლო და საუნივერსიტეტო საგამოცდო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირდება.
კანონმდებლებს აინტერესებთ, რას სთავაზობს სამინისტრო სკოლებს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების სანაცვლოდ და როგორ გააძლიერებს საატესტატო გამოცდების მოხსნა სკოლის სასწავლო ფუნქციას.
აქცენტი კეთდება სკოლების ნაწილში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც. ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წევრმა დღეს მინისტრს სახალხო დამცველის ანგარიშიც კი შეახსენა.
საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროების შეფასების დროს მწვავეა თავად მიხეილ ბატიაშვილის ტონიც. დაანონსებული რეფორმა სკოლებში სასწავლო პროგრამების შეცვლასაც გულისხმობს.