გიორგი ამილახვარი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაწყებული შეურაცხმყოფელი კამპანიის შესახებ საუბრობს. განათლების მინისტრის თქმით, ფეხბურთელებმა ბიძინა ივანიშვილისგან ჯილდო დამსახურებულად მიიღეს და ამის გამო მათი ბულინგი დაუშვებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ“ დაპირებისამებრ, ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა. მოგვიანებით კი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ თანაგუნდელების სახელით ფონდს და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.