მასწავლებლებს ხელფასები გაეზარდათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახელფასო პოლიტიკა დღეიდან ამოქმედდა. მასწავლებელთა 70%-ზე მეტს 500 ლარით გაეზარდა გასამრჯელო. 25% – 300-დან 400 ლარით.
მინიმუმ 200 ლარიანი მატება კი მხოლოდ მასწავლებელთა 5%-ს შეეხო. თანხის ოდენობა დამოკიდებულია მათ სტაჟზე, საათების რაოდენობაზე და სტატუსზე.