2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა.
გიორგი ამილახვარის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკა ყველა მასწავლებელს შეეხება და მათი ანაზღაურება გაიზრდება.