2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
რეფორმის ფარგლებში, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 58 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა. დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მშენებლობაც.