განათლების მინისტრი თსუ-ს აკადემიურ პერსონალს რექტორთან ერთად შეხვდა. მონაწილეებმა საუნივერსიტეტო სიახლეებსა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს. განიხილეს არსებული გამოწვევები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, კერძო სექტორის ჩართულობით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.