თბილისის 90-ე საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. პროცესს ადგილზე განათლების მინისტრი გაეცნო.
მე-11 კლასის მოსწავლეებს გრაფიკული დიზაინის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. მიმდინარე წერს აღნიშნული პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ხორციელდება და მოსწავლეებს ექვს პროფესიულ კვალიფიკაციას სთავაზობს. მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო საქმეს, კომპიუტერულ სისტემებს და ბაღის დიზაინს. პროფესიული პროგრამის გავლა შერჩეული სკოლების ათ კლას დამთავრებულ მოსწავლეებს შეუძლიათ და ისინი ატესტატთან ერთად, სერტიფიკატსაც მიიღებენ, რაც მათ უმაღლესში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.