განათლების მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

განათლების მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

გიორგი ამილახვარი სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენციაც გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს უნივერსიტეტების გამოწვევები, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე და ისაუბრეს დაგეგმილ რეფორმებსა და დასახულ ამოცანებზე უმაღლესი განათლების მიმართულებით.