განათლების მინისტრი პარლამენტში

პრემიერის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა განათლების მინისტრმა დაიკავა.

ირაკლი ღარიბაშვილისგან გასხვავებით, მიხეილ ჩხენკელის გამოსვლის მიმართ ოპოზიციის ინტერესი ნაკლები იყო. მინისტრს ინტერპელაციის წესით შეკითხვა რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაუგზავნა, თუმცა მათგან პასუხები მხოლოდ ორმა მოისმინა. დანარჩენები სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეთა ნაკადების ზრდის ფონზე რა ხდება სკოლების რუსულენოვან სექტორებში და რა ბედი ელით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს – ეს იყო ძირითადი შეკითხვები. გამოსვლებმა და პოლიტიკურმა დებატებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.