თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის უნივერსიტეტში გაწეულ საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩხენკელი განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.