საქართველოს განათლების მინისტრმა ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა და განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.