განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების ყოფილი მინისტრი ისევ განათლების მინისტრი გახდა.

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მიხეილ ჩხენკელი ისევ მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდა. მან პოსტი წინა პრემიერის დროს დატოვა და მას შემდეგ ის მთავრობის მეთაურის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. რა გახდა თავის დროზე მისი პოსტიდან წასვლის და ახლა უკან დაბრუნების მიზეზი, – მთავრობაში დღეს განმარტებები არ გაკეთებულა. მედიასთან არც თავად ჩხენკელი გამოჩენილა. შესაბამისად უცნობია, როგორ გაგრძელდება ახალი მინისტრის პირობებში წინამორბედის მიერ დაწყებული განათლების ხუთდონიანი მასშტაბური რეფორმა.