განათლების სპეციალისტთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბავშვებისთვის კითხვის სწავლების მეთოდში ცვლილებებია საჭირო.
დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით ჯგუფმა დღეს შეხვედრა გამართა. ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია იმ პედაგოგიური კონცეფციის მარტივად და გასაგებად წარდგენა, რომელიც კითხვის სწავლების ახალ მეთოდს უდევს საფუძვლად. საუბარია კითხვის სწავლების დაბალანსებულ, ტექსტების საშუალებით ათვისების მეთოდზე.