პარლამენტში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც კომიტეტზე იგეგმება, ზუგდიდის მე-6 სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტს წინ ინსპექტირების სამსახურის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. კერზაიას შვილი დედის გარდაცვალებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.
საკომიტეტო მოსმენას მარიამ მენაბდე ესწრება, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.