განათლების კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა გაიმართება ქუთაისში. კომიტეტის წევრები ადგილზე გაეცნენ გელათისა და ბაგრატის ტაძრების შესახებ არსებულ ვითარებას.
ქუთაისის ეროვნული არქივში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზებიც განიხილეს. დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოხსენება. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.