განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარის დანიშვნას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ განათლების მინისტრის შეცვლა აქციებზე სტუდენტების გასვლას უკავშირდება. მათი თქმით, ამილახვარის დანიშვნა უნივერსიტეტების კონტროლს უკავშირდება და ეს ცვლილებები არაპერსპექტიულია.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ამილახვარი ღირსეული და გამოცდილი კანდიდატია, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.