„განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ – „ვორლდ ვიჟენ საქართველომ“ ბავშვის პოზიტიური აღზრდის მიდგომებზე შემუშავებული კრებულის პრეზენტაციას გამართა.
კრებული შედგება სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი 13 სტატიისგან იმ თემებზე, რომლებმაც მშობლების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.
პროექტი „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ მიზნად ისახავდა თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში სამხარეო და ურბანული განვითარების პროგრამების პარტნიორი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშობლებისთვის იმ ცოდნისა და უნარების მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანია აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებისთვის.
ლექციებს და ტრენინგებს 2000-ზე მეტი მშობელი დაესწრო.