განათლების სამინისტროს ბიუჯეტი კანონმდებლობის დონეზე გაიწერება. ახალი სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2022 წლიდან განათლების სფეროს დაფინანსებისთვის ბიუჯეტის მეოთხედი უნდა გამოიყოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების და მინისტრების ცვლილება სამინისტროს ყოველწლიურ დაფინანსებაზე გავლენას ვერ მოახდენს და მთავრობა უწყებას კანონით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე ნაკლებს ვეღარ გამოუყოფს.
პრემიერის მიერ დღეს წარმოდგენილი ინიციატივით იზრდება პედაგოგების საშუალო ხელფასიც და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია ხდება.
განათლების ხუთივე საფეხურისთვის მომზადებული რეფორმის მიზანი განათლების დონის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებაა.
ინიციატივა მოსწონთ, თუმცა სფეროს ექსპერტები ახლა მეტ კონკრეტიკას ელოდებიან და აინტერესებთ, რა მიმართულებებზე დაიხარჯება და როგორ გადანაწილდება გაზრდილი ბიუჯეტი.