თბილისის 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყეს. ახალრეაბილიტირებულ სკოლას განათლების მინისტრი ესტუმრა და პედაგოგებსა და მოსწავლეებსა შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.