„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს. ამ დროისთვის ცესკო-ში განცხადება 14 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს წარდგენილი, რომელთაგან ექვსი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა. ცესკო-ში დღეს ბრიფინგიც გაიმართა, სადაც საერთაშორისო, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს მოუწოდეს აკრედიტაციაზე განაცხადები დროულად წარადგინონ.