გამწვავებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება უკიდურესად მწვავდება ისრაელსა და პალესტინელ არაბებს შორის. არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რასაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას დაბომბვით უპასუხა. შეტაკებები მოხდა მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, სადაც ისრაელის სპეცრაზმმა ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფების გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაპირისპირების შემდეგ პალესტინური სამხედრო ჯგუფები ისრაელთან ღია კონფლიქტის შესაძლებლობაზე საუბრობენ.