შიმშილობის მეხუთე დღეს, ზვიად გამსახურდიას შვილების ორგანიზებით მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
მათი მოთხოვნაა, არ შეწყდეს გამოძიება და დაისაჯონ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელები. აქციაზე კონსტანტინე და ცონტე გამსახურდიებმა გამოძიება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით 25 წლიანი გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება და თუ მანამდე ვინმეს ბრალს არ წარუდგენენ, საქმე საბოლოოდ დაიხურება.
ძმები გამსახურდიების ინფორმაციით, არსებობს მინიმუმ ერთი პირი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურებიდან, რომელიც პასუხისგებაში უნდა მიეცეს.