გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხაშურში, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული, რომლის მონაცემებიც, ელექტრონულ ჟურნალში არ ფიქსირდებოდა.
საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3 ერთეული რთხმელას სახეობის, დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.