ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ოთხი მოქალაქე დღეს დაკრძალეს. 26 მაისის ქუჩა კი კვლავ გლოვის ადგილად რჩება. ტრაგედიის ადგილზე დღესაც მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები. მოქალაქეები სანთლებს ანთებენ. გარდაცვლილთა ოჯახებს, მეხანძრე მაშველებმა მიუსამძიმრეს.