გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება.
მონიტორინგის ჯგუფებს ახალი ეკიპაჟები დაემატება. შემოწმება მხოლოდ ოთხი ქალაქით აღარ შემოიფარგლება და ის სხვა ქალაქებსაც მოიცავს. დამატებითი ბრიგადები თანამედროვე ტექნიკით იქნებიან აღჭურვილები. სპეციალური სისტემა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების დონის გადაჭარბებას რამდენიმე წამში აფიქსირებს.