გამოკითხვები საქალაქო სასამართლოში

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე ორი პირის გამოკითხვაა დაგეგმილი. პირველი, მაგისტრი მოსამართლის კითხვებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე უპასუხებს. მოგვიანებით კი, გამოკითხვაა ჩანიშნული პარტია „ახალის“ ლიდერ თენგო თევზაძესთანაც. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, გამოკითხულია ათზე მეტი პირი.