გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კორონავირუსის თემაზე გასული სიუჟეტის შემდეგ, არხის რესპონდენტები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

რეპორტაჟში არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ. სუს-ში არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას გამოკითხვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ არხმა მათი კომენტარების თარგმანი დაამახინჯა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს.