გამოკითხვა პროკურატურაში

ფარული ფაილების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უკვე მეორე დღეა, ტელეკომპანიების წარმომადგენლები იკითხებიან. გამომძიებლების ამ წუთებში მიშა მშვილდაძე პასუხობს. მისი ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის გაცხადებით, მედიის წარმომადგენლების გამოკითხვას ფორმალური ხასიათი აქვს. დღესვე, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ პროდიუსერი ნანა ინწკირველი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.