გამოკითხვა პროკურატურაში

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ სამივე პირი პანკისში ჩატარებული სპეციპერაციისას  გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაკითხა. სუს-ის მაღალჩინოსნების დაკითხვის შესახებ პირველ არხს დაუდასტურეს როგორც გომელაურის უწყების პრესსამსახურში, ასევე  სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურშიც. უწყებებში დეტალური განმარტებებისგან თავს იკავებენ. ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს სოსო გოგაშვილიც, რომელმაც პირველ არხს მხოლოდ მისი დაკითხვის ფაქტი დაუდასტურა. გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის  საქმის გამოძიების ფარგლებში ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება .

ფაქტს ეხმაურებიან საკანონმდებლო ორგანოში.