გამოკითხვა პოლიციაში

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პოლიციის მეექვსე განყოფილება დატოვა.

როგორც ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ძალები მოქმედებენ, რომლებიც მისი, როგორც ლექტორისა და პოლიტიკოსის, ასევე მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ. მისი თქმით, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და გამოძიების დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს იმ პირების ვინაობას, ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებენ.