მთავარ პროკურატურაში დაკითხვები დაიწყო. საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ჯერ კიდევ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე პარლამენტარმა მირზა სუბელიანთან შეხვედრა და გავრცელებული დიალოგის შინაარსი დაადასტურა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამის მონაყოლი თავიდანვე არასერიოზულად აღიქვა.
ამ დრომდე გამომძიებლების კითხვებს პასუხობს პენიტენციური სამსახურის ის თანამშრომელი, რომელმაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ფარული ჩანაწერი გაავრცელა.