ქვემო ქართლის პროკურატურაში, 16 წლის მოზარდის ცემისა და არაადამინური მოპყრობის საქმეზე, პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს. დაზარალებულის ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მოზარდმა სამი სამართალდამცველი ამოიცნო, მათ შორის, ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი.
16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.