„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს, ლაშა ცანავას ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან.
ცანავას ინფორმაციით, პროკურატურაში მისი დაბარება სავარაუდოდ 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ლაშა ცანავა მაშინ ადგილზე, როგორც პოლიციელი იმყოფებოდა. გენერალურ პროკურატურასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის სხვა წევრები.