ოპოზიცია მმართველ გუნდს საგამოძიებო პროცესის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება მუდმივად წარსულ საქმეებზე აპელირებს, რადგან მომავლის ხედვა არ გააჩნია და ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებზე დევნას ახორციელებს.
საპირისპირო მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად ბუტა რობაქიძის საქმე მოჰყავთ და ამბობენ, რომ წინა დანაშაულებრივი ხელისუფლების პირობებშიც უმძიმესი დანაშაულები ხდებოდა რისი გამოძიებაც აუცილებლად უნდა მოხდეს.