„ნაციონალური მოძრაობის“ ქუჩის აქციებს არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. მათი განცხადებით, პროტესტის მიზანი უნდა იყოს მთავრობისთვის დისკომფორტის შექმნა და არა მოსახლეობისთვის ხელის შეშლა. გზების გადაკვეთით კი მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევენ.
მმართველი გუნდი ოპოზიციის გეგმებს აქციებთან და შიმშილობასთან დაკავშირებით, შანტაჟს უწოდებს. უმრავლესობის წევრები გზების გადაკეტვასა და სამთავრობო უწყებების პიკეტირებას დესტრუქციულ ქმედებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან რეაგირებაც შესაბამისი იქნება.