ევროკავშირის ელჩის განცხადებას აფასებენ პოლიტიკური სპექტრში.
ოპოზიციური პარტიების წევრები ე.წ. მიყურადების ფაილების საქმესა და დიპლომატების შესაძლო მოსმენას მიუღებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ნეგატიურად აისახება პარტნიორებთან ურთიერთობაზე. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, მიმდინარეობს გამოძიება და ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან.