დათანხმდებიან თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენის მიღებას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 პირიდან, პრეზიდენტმა 19 მათგანი სიის მიღმა დატოვა. მათ შორის არიან ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები, მწვრთნელებისა და პერსონალის ნაწილი, ასევე – ტექნიკური დირექტორი. ამ თემას დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.