ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში არ შედის, მიიჩნევს, რომ ოთხი ახალი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლით არაფერი იცვლება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ პარლამენტი მაინც ერთპარტიული იქნება, „ლელოში“ კი მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი.