უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა აღიარებების სერიას, დღეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აღიარება დაემატა, სადაც მან დაადასტურა, რომ აქამდე მხოლოდ ტყუილს ამბობდა, – ამით მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ რვა წლის შემდეგ ბოდიშს იმიტომ იხდის, რომ „ახლა დგება სიმართლის მომენტი“. ამის შესახებ სააკაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას – რატომ იხდის ბოდიშს რვა წლის შემდეგ.