საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი აზრით, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას გააგრძელებდა. მისი თქმით, სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდნენ უკრაინელ კოლეგებს. ამ მიზეზით საქართველოში უკრაინის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
იგორ დოლგოვი საგარეო უწყების შენობაში ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. აუდიენცია უკვე დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.