მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გამოძიება ვერ დაიწყება. გენერალური პროკურორის განმარტებით, განცხადებაში დროის მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცილებული, რის გამოც საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს.
მისივე თქმით, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, პროკურატურა მოქმედებას დაიწყებს. მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე პირველ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური, რომელიც მეუფის განცხადებების ერთ-ერთი ფიგურანტია, აცხადებს, რომ შეხვედრა, რომელზეც სასულიერო პირი საუბრობს, არ შემდგარა.