ამერიკელი კონგრესმენების წერილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საშიშ ზღვარს მიუახლოვდა და აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ უახლოესი ვიზიტების დროს კონგრესმენებს მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, ვინაიდან მათი შეფასებით გავრცელებულ წერილებში ნათლად ჩანს უზუსტობები.