წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან კოლაბორაციის ფარგლებში გაიხსნა. ექსპოზიციაზე ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი დეკორაციების, კოსტიუმების ესკიზები და ვიდეომასალა წარმოადგინეს. გამოფენა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.