„მემკვიდრეობა“- ამ სახელწოდებით, პირველ საშემოდგომო გამოფენას გალერეა „იარტი“ მასპინძლობს. ექსპოზიცია აერთიანებს ქართველი ხელოვანების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს, ფერწერას, გრაფიკას, თეატრალურ ესკიზებს, ქანდაკებებს როგორც კერძო, ისე გალერეის კოლექციებიდან. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 10 ოქტომბრამდე დარჩება.