გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აფხაზეთობა აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე აფხაზეთზე, მის წარსულსა და დღევანდელობაზე, აფხაზ ხალხთან მეგობრობასა და ქვეყნის გაერთიანებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე, რომელსაც თსუ-ს რექტორი, საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა მოეწყო. თსუ-ს შემოქმედებითმა ჯგუფებმა აფხაზური ცეკვა და სიმღერები შეასრულეს. აფხაზეთობა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით აღინიშნება.