საიუბილეო გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს სულხან საბა ორბელიანის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უფრო ფართოდ გააცნობს. ისტორიული მასალები, ხელნაწერები, პორტრეტები – ლიტერატურის მუზეუმი ცნობილი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე უნიკალურ ექსპონატებს წარმოადგენს.
მათ შორის იქნება მე-19 საუკუნეში გადაწერილი ლექსიკონი და „სიბრძნე სიცრუისას“ არაერთი ხელნაწერი. დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის დაბადებიდან წელს 365 წელი გავიდა. ექსპოზიცია ლიტერატურის მუზეუმში 16 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.