„ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა. რეტროსპექტიულ გამოფენაზე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული, საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ზოგიერთ მათგანს დამთვალიერებელი პირველად იხილავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან, 22 ნახატი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ამ გამოფენისთვის რესტავრირდა. გამოფენა 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.