„სამი ფერი – მწვანე, წითელი, ლურჯი“ – სამი ქვეყნის უახლესი წარსული ფოტოგამოფენით გაცოცხლდება.
ხვალიდან თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფოტოარქივი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდს მოიცავს.