მოგზაურობა ბეჭდვის დეტალებით სავსე სამყაროში – სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს.
გრავირება, ლითოგრაფია, ხეზე ნაბეჭდი გრავიურები – საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი და სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები თანამედროვეობის და უძველესი ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს.
ექსპოზიცია ექვსი ქართველი არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხვალ გაიხსნება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.