გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა.

ექსპოზიცია ქართული კინემატოგრაფის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამოფენაზე 1920-1980 წლებში გადაღებული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი ფოტოები და ქართული მხატვრული ფილმების აფიშები წარმოადგინეს.

გარდა ექსპოზიციისა, ეროვნულ არქივში ამავე თემაზე შექმნილი კალენდრების პრეზენტაციაც შედგა.

გამოფენა „ქართული კინო“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.